ცნობილი გახდა დაწესებულება, სადაც რუსი ოკუპანტები თავიანთი ჯარიდან გარდაცვლილებს წვავენ - უკრაინის დაზვერვის სამსახური

Donecki

რუსი ოკუპანტები უკრაინაში დაღუპული რუსი ჯარისკაცების ოჯახებისთვის კომპენსაციას არ იხდიან და ამიტომ, რუსების ცხედრებს წვავენ - ამ ინფორმაციას უკრაინის დაზვერვის სამსახურის ანგარიშზე დაყრდნობით უკრაინული მედია გამოცემა NEXTA LIVE-ი Telegram არხზე ავრცელებს.  

"დაღუპულთა რეალური რაოდენობის დასამალად, ოკუპანტები დონეცკში, მეტალურგიულ ქარხანას რუსეთიდან ჩამოსული ჯარისკაცების და მოხალისეების გვამების დასაწვავად  იყენებენ" -  ნათქვამია ГУР МОУ-ის შეტყობინებაში.

ოკუპანტები იმ დაღუპულთა ოჯახებს კომპენსაციას არ უხდიან, ვინც "LPR", "DPR"-ში (ლუგანსკისა და დონეცკის ოლქები) დაიღუპნენ და წვავენ რუსების ცხედრებს", - ნათქვამია განცხადებაში.

დაღუპულთა ოჯახებს მხოლოდ თავიანთი ოჯახის წევრის გარდაცვალების მოწმობას და დაკრძალვის ნებართვას აძლევენ, ამასთან, არ არსებობს დოკუმენტები იმის შესახებ, თუ სად, როგორ და რა ვითარებაში დაიღუპნენ ისინი.

"დაღუპულთა ნათესავებს განუმარტავენ, რომ ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებიდან მობილიზებულთა გარდაცვალების შემთხვევაში, რუსული პასპორტის არსებობის შემთხვევაშიც კი, მათი ოჯახებისთვის ანაზღაურება არ არის გათვალისწინებული.

ხოლო მათ ვისაც ანაზღაურებას ჰპირდებიან, მათთვის 12 მილიონი რუბლია გამოყოფილი. ეს დამოკიდებულება ადგილობრივ მოსახლეობაში აღშფოთებას იწვევს, თუმცა „ოკუპანტი პოლიცია“ მათ განწყობებს არ ითვალისწინებენ“, - აღნიშნავენ დაზვერვის სამსახურში.