საქართველოს ელჩი უკრაინაში: სხვა ქვეყნებმა გაიყვანეს დიპლომატიური კორპუსი

ელჩი უკრაინაში

უკრაინაში საქართველოს ელჩის განცხადებით კიევში ფუნქციონირებას სამამდე საელჩო განაგრძობს, ხოლო მათ შორის საქართველოცაა.

მისივე თქმით, ოდესაში მხოლოდ საქართველოს საკონსულო ფუნქციონირებს.

„ჩვენ ვმუშაობთ კიევში ლვოლვშიცდა ჩვენი საკონსულო არის ოდესაში. კიევში დარჩენილნი არიან ჩვენი თანამშრომლები, რომლებიც უზრუნველყოფენ დასაბრუნებელი მოწყობილობის გაცემას ძირითადად, იმ მოქალაქეებისთვის, ვისაც დოკუმენტებთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ. კიევში მხოლოდ ორი-სამი საელჩო ფუნქციონირებს. რამდენადაც მე ვიცი ოდესაში ჩვენი საკონსულო არის მარტო, ხოლო ლვოლვში  დარჩენილია სადღაც ჩემი ვარაუდით 15 მაქსიმუმ 20 საელჩო დანარჩენი გასულია უკრაინის ტერიტორიიდან“, - განაცხადა უკრაინაში საქართველოს ელჩმა,გიორგი ზაქარაშვილმა „თავისუფალ სივრცეში საუბრის დროს.