ტრამპს აქვს ყველა შესაძლებლობა, არა მხოლოდ ილაპარაკოს, რეალურად, მისი იმედი მაქვს, ტრამპს აქვს საკმარისი ძალაუფლება, მოახდინოს ზეწოლა პუტინზე, რომ ომი დაასრულოს - ზელენსკი

ზელენსკი

ჩემი აზრით, პრეზიდენტ ტრამპს აქვს ყველა შესაძლებლობა, რომ არა მხოლოდ ილაპარაკოს. რეალურად, მე მისი იმედი მაქვს და ჩემი აზრით, ჩვენს ხალხსაც აქვს მათი იმედი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელ პოდკასტერ ლექს ფრიდმანთან ინტერვიუში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, ტრამპს აქვს საკმარისი ძალაუფლება, მოახდინოს ზეწოლა პუტინზე, რათა მან ომი დაასრულოს.

„ჩვენ უნდა ვიყოთ ძლიერის პოზიციაში, კი არ უნდა ვისაუბროთ, არამედ უნდა დავასრულოთ ომი. დიახ, ეს შესაძლებელია დიალოგის გზით. ჩვენ ამის წინააღმდეგი არ ვართ. უბრალოდ, საჭიროა, ვიყოთ ძლიერის პოზიციაში, რომ მეორე ადამიანს მოუნდეს ეს. ჩემი აზრით, მიამიტობაა, იფიქრო, თითქოს პუტინს სურს ომის დასრულება. არის რაღაცები, რაც გვჭირდება. ჩემი აზრით, პრეზიდენტ ტრამპს აქვს არა მხოლოდ ნება, არამედ ყველა შესაძლებლობა, რომ არა მხოლოდ ილაპარაკოს. რეალურად, მე მისი იმედი მაქვს და ჩემი აზრით, ჩვენს ხალხსაც აქვს მათი იმედი. ტრამპს აქვს საკმარისი ძალაუფლება, რომ მოახდინოს ზეწოლა პუტინზე. ზეწოლა არა იმისთვის, რომ მოანდომოს მას ომის დასრულება, რადგან პუტინს ეს არ მოუნდება, არამედ მოახდინოს ზეწოლა, რომ მან ომი დაასრულოს. ამაშია განსხვავება. არ დაეყრდნოთ პუტინის ნებას და სურვილს, დაასრულოს ომი. ასეთ ნებას მისგან ვერ იხილავთ“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ზელენსკიმ ინტერვიუში ასევე ყურადღება გაამახვილა უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებზე. ზელენსკის შეფასებით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა თუ მოხდება უკრაინისთვის სერიოზული უსაფრთხოების გარანტიების გარეშე, ეს გზას გაუხსნის პუტინს.

„რა მოხდება, თუ ჩვენ ცეცხლის შეწყვეტას მოვახერხებთ ისე, რომ გაუგებარი დარჩება, რა იქნება უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით? მაშინ რა ვუთხრა მილიონობით ბავშვს ოკუპირებულ ტერიტორიებზე? რა უნდა ვუთხრა მათ? რა? ჰეი, თქვენ ყველა, ნახვამდის. და იქ დაკრძალული ათიათასობით ადამიანი, ისინი დარჩნენ იქ, ეს არის, რაც გვინდა? მზად ვართ, ვაპატიოთ მათ ეს? ჩვენ, სულ მცირე, უნდა გადავდგათ პირველი ნაბიჯი. თუ ეს არის ცეცხლის შეწყვეტა, უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს უსაფრთხოების გარანტია უკრაინის იმ ნაწილისთვის, რომელიც ჩვენს კონტროლქვეშაა. ეს გვჭირდება, რომ პუტინი არ დაბრუნდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. და რა ვუთხრათ ხალხს, ვინც იმ ტერიტორიებზე ცხოვრობს? ეს მილიონობით ადამიანია. იცოდით, რომ 2014 წლიდან დონეცკში, ყირიმში, მელიტოპოლშიც, როგორც ახლა ბერდიანსკში, ისინი აიძულებენ ყველა გასაწვევი ასაკის ბავშვს, წავიდნენ და იბრძოლონ. თუ არ წავლენ, მათ მოკლავენ. ეს არის, გესმით, რა ხდება? რატომ არის ცეცხლის შეწყვეტა, ყველაფერი, რაც ვთქვი, რაც მსურს. მე მჯერა პრეზიდენტ ტრამპის ძალის, გამოიყენოს ეს ინფორმაცია, რათა მოიფიქროს გზა უკრაინის გასაძლიერებლად, ასევე იყოს ძლიერი. რატომ ვამბობ ამას? მოგიყვანთ მაგალითს. პრეზიდენტი ტრამპი იქნება იმავე სიტუაციაში, რაშიც მე ვიყავი 2019-ში. ზუსტად იმავე სიტუაციაში. მე მინდა, დავასრულო ომი, მინდა გრძელვადიანი მშვიდობა უკრაინისთვის. ჩვენ უნდა გავაკეთოთ შემდეგი: ცეცხლის შეწყვეტა, მძევლების გაცვლა და შემდეგ დიპლომატიური გზით ყველა ტერიტორიის დაბრუნება. ამას გავაკეთებთ დიპლომატიით. შემდეგ რა, რა მოუვა პრეზიდენტ ტრამპს. თუ ცეცხლის შეწყვეტა მოხდება უსაფრთხოების გარანტიების გარეშე, თუნდაც იმ ტერიტორიისთვის, რომელსაც ჩვენ ვაკონტროლებთ, მაშინ რას მიიღებს ის, თუ მოახერხებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევას? სამი თვის შემდეგ, პუტინი დაიწყებს თავდასხმების ახალ ტალღას. როგორ გამოჩნდება ტრამპი? როგორ გამოჩნდება უკრაინა? როგორ გამოჩნდება ყველა? პუტინი უბრალოდ გააკეთებს ამას. და რატომ გააკეთებს პუტინი ამას? იმიტომ, რომ დღეს მას ეშინია ტრამპის, მაგრამ როგორც კი ტრამპი მოახერხებს, მაგალითად, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევას უკრაინისთვის სერიოზული უსაფრთხოების გარანტიების გარეშე, ის გზას გაუხსნის პუტინს. არა იმიტომ, რომ ტრამპს ეს სურს. არა, მას არ სურს ეს. მე მჯერა, რასაც ის ამბობს, მაგრამ ის მისცემს პუტინს შესაძლებლობას, რადგან პუტინის თავში, მას სურს, რომ მე ვიბრძოლო ტრამპთან. ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. აი რატომ გითხარით, ნუ დაელოდებით, რომ პუტინს მოუნდება ომის შეჩერება. ზეწოლა მოახდინეთ მასზე ისე, რომ ის იძულებული იყოს, შეაჩეროს ომი“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ზელენსკის შეფასებით, ნატო არის ძლიერი უსაფრთხოების გარანტია.

„არის ერთი გზა, ცეცხლის შეწყვეტამდე, ძლიერი უკრაინა. უკრაინის ძლიერი პოზიცია? დიახ, ჩვენ შეგვიძლია, ვისაუბროთ ამაზე ტრამპთან. ჩვენ შეგვიძლია, ვისაუბროთ უსაფრთხოების გარანტიებზე, მაგრამ სწრაფი ნაბიჯი, სწრაფი ნაბიჯი არის ნატო, ნაწილობრივი წევრობა ნატო-ში. დიახ, მესმის. მესმის. მესმის ტრამპის გრძნობები ნატო-ს მიმართ. მე მოვისმინე ის. ის ფიქრობს ამ ყველაფერზე, მაგრამ მაინც. დიახ, ნატო არის ძლიერი უსაფრთხოების გარანტია ყველა ადამიანისთვის, მეორე ნაწილი არის შეიარაღების დახმარების პაკეტი, რომელსაც ჩვენ არ გამოვიყენებთ, თუ ცეცხლის შეწყვეტა იმუშავებს, არავინ გამოიყენებს იარაღს. რისთვის? მაგრამ ის უნდა დარჩეს. თუმცა, შეერთებული შტატების და ადმინისტრაციის პატივისცემით, არა ისე, როგორც ადრე, მე არ მინდა იგივე სიტუაცია, როგორც გვქონდა ბაიდენთან. მე ვითხოვ სანქციებს ახლა, გთხოვთ და იარაღს ახლა, შემდეგ ვნახავთ, ისინი კვლავ თუ დაიწყებენ, რა თქმა უნდა, გაგვიხარდება, თუ მოგვცემთ მეტს და დადგებით ჩვენ გვერდით. ეს სწორია, მაგრამ განსხვავებულია, როცა გაქვს იარაღი. პუტინი ვერ შეძლებდა ამდენი ტერიტორიის ოკუპირებას. ძალიან რთული იყო ჩვენთვის მისი უკან დახევა, მაგრამ ჩვენ არ გვქონდა იარაღი მანამდე. და ეს არის იგივე სიტუაცია. შეიძლება იყოს იგივე სიტუაცია. მე უბრალოდ გიზიარებთ ამას. როგორც ვთქვი თავიდანვე, მინდა, ვიყო ძალიან გულწრფელი თქვენთან და თქვენს აუდიტორიასთან. დიახ, ეს მართალია. თუ არ გვექნება უსაფრთხოების გარანტიები, პუტინი კვლავ მოვა“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

რაც შეეხება ჟურნალისტიის კითხვას: „ნათელი რომ იყოს, დავახასიათოთ იდეა, რაზეც საუბრობთ. მინდა, შემოგთავაზოთ სხვა იდეებიც, მაგრამ ახლა თქვენი იდეაა, რომ ნატო მიიღებს უკრაინას ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიეს, ხერსონის და ყირიმის ხუთი რეგიონის გარეშე“, – ზელენსკიმ უპასუხა: „უბრალოდ რომ გესმოდეთ სიტუაცია, ნატო-ში მიწვევა კანონმდებლობით გაიცემა უკრაინისთვის. ასე რომ, ჩვენთვის, ყველა ეს ტერიტორია კვლავ უკრაინაა, მაგრამ ნატო-ს ჯერჯერობით შეუძლია იმოქმედოს მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც უკრაინის კონტროლქვეშაა. ეს შეიძლება მოლაპარაკების საგანი იყოს. მე დარწმუნებული ვარ ამაში. დიახ, ეს არ იქნებოდა დიდი წარმატება ჩვენთვის, მაგრამ თუ ვხედავთ დიპლომატიურ გზას ომის დასასრულებლად, ეს არის ერთ-ერთი გზა. ასე რომ, ეს არის დასაწყისი. მეორე – იარაღი, შეიარაღების დახმარების პაკეტი. მე არ ვარ მზად ამაზე საჯაროდ საუბრისთვის ახლა. ეს ყველაფერი ჩაწერილია და პრეზიდენტ ტრამპს შეიძლება უნახავს ან არა, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს საიდუმლოებები მისგან. მაგრამ უმეტესწილად, ეს დამოკიდებულია შეერთებული შტატების სურვილსა და ნებაზე, რადგან ამ შეიარაღების ნაწილი მოვა ევროკავშირიდან, ნაწილი – შეერთებული შტატებიდან, რა თქმა უნდა, ერთად. ასე რომ, არა მხოლოდ შეერთებული შტატებიდან. არა, არა, არა. ჩვენ გვჭირდება ერთიანობა ამ პაკეტთან. ასე რომ, პაკეტი და სანქციები, დიახ, სანქციები, მაგრამ ვფიქრობ, ყველა ჭკვიანი ადამიანის ინტერესშია, არ ჰქონდეს რუსული ენერგია ბაზარზე საერთოდ. ასე რომ, მან უნდა შეაჩეროს ეს. ესაა და ეს. ამერიკული ნავთობი, ამერიკული გაზი კარგია. რატომაც არა? და ეს უფრო იაფია. ასე რომ, იქნება უფრო იაფი მთელი მსოფლიოსთვის. ფული წავა შეერთებულ შტატებში და ვფიქრობ, ის იქნება ბედნიერი, პრეზიდენტი და თქვენი ხალხი იქნებიან ბედნიერი, მაგრამ ეს თქვენი გადაწყვეტილებაა. მე უბრალოდ გიზიარებთ. დიახ, იაფი ნავთობი. ასე რომ, პუტინს არ ექნება იმდენი ფული ომისთვის და ეს ესაა“.