იტალიაში, ქართველი მომვლელი, მოხუცის ოჯახის წევრებმა სცემეს
1745096287
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა შეიძლება დატოვოს უკრაინაში ომის მშვიდობიანად დარეგულირების პროცესი, თუ რომელიმე მხარე ხელს შეუშლის კონფლიქტის დასრულებას.
დონალდ ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ს ძალიან სურთ უკრაინაში ომის უმოკლეს ვადებში დასრულება.
„ვსაუბრობთ იმაზე, რომ იღუპებიან ადამიანები. საშუალოდ კვირაში 2 500 ახალგაზრდა, ჯარისკაცი [იღუპება]. ჩვენ გვინდა ამ სიცოცხლეების გადარჩენა“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
„თუ რაიმე მიზეზით რომელიმე მხარე ამის [ომის დასრულების] გაკეთებას ძალიან გაართულებს, ჩვენ უბრალოდ ვიტყვით: „თქვენ სულელები ხართ, იდიოტები ხართ, საშინელი ადამიანები ხართ“. და ჩვენ უბრალოდ წავალთ. მაგრამ, იმედია, ამის გაკეთება არ მოგვიწევს. ვფიქრობ, ჩვენ გვაქვს ყველა შანსი ამ პრობლემის მოსაგვარებლად“, - დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.