გარდაიცვალა პირველი არხის თანამშრომელი
1735210931
ოკუპანტი უკრაინაზე თავდასხმას განაგრძობს - ტირნო-პოლში რუსეთის იერიშს მსხვერპლი მოჰყვა, დაიჭრა ოთხი ადამიანი. დაზიანებულია სკოლა, საცხოვრებელი სახლი და ოცი ავტომობილი. უპილოტო საფრენმა აპარატმა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა დააზიანა, რის გამოც ქალაქის ნაწილი ელექტრო მომარაგების გარეშეა დარჩენილი. შეტაკებებია ფრონტის ხაზზე.
პარალელურად კიევში იმყოფებოდა გერმანიის კანცლერი. ოლაფ შოლცი უკრაინის პრეზიდენტს შეხვდა - კანცლერმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა. კიევი ბერლინისგან 650 მილონი ევროს შეიარაღებას მიიღებს. ლიდერების ერთობლივ პრესკონფერენციაზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ სასურველია, რუსეთი სამ ასოზე წავიდეს.
“რაზე უნდა წავიდეს რუსეთი? მართალი გითხრათ სასურველია სამ ასოზე, სასურველია, მან უბრალოდ გაიგოს, ის, რომ აკეთებს რაღაცას, რაც გვკლავს, ჩვენ კი თავს ვიცავთ და ვებრძვით მტერს, ჯერჯერობით ჩვენი გეგმები არ შეცვლილა. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან გვინდა, უფრო ძლიერები ვიყოთ, რომ ეს ომი 2025 წელს დასრულდეს. მომიტევეთ არადიპლომატიური ლექსიკისთვის“, - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.