სენატორებმა წარადგინეს რეზოლუციის პროექტი, რომელიც რუსეთის ქმედებებს უკრაინაში გენოციდად აღიარებს - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის პირველი ლედის კონგრესში სიტყვით გამოსვლას უკვე პირველი შედეგი მოყვა. ზელენსკის თქმით, სენატორებმა  კონგრესს წარუდგინეს რეზოლუციის პროექტი, რომელიც რუსეთის ქმედებებს უკრაინაში გენოციდად აღიარებს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 

„პირველი ლედის შეერთებულ შტატებში ვიზიტის პირველი შედეგი – სენატორებმა წარადგინეს რეზოლუციის პროექტი, რომელიც რუსეთის ქმედებებს უკრაინაში გენოციდად აღიარებს. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ რუსეთის ქმედებები უკრაინაში, რომელიც მოიცავს იძულებით დეპორტაციას რუსეთში და უკრაინის მოქალაქეების გამიზნულ მკვლელობებს მასობრივი სისასტიკისას, უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდია“, – აცხადებს ზელენსკი.