პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისა და რუსეთის პრეზიდენტის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. თეთრი სახლის ცნობით ჯო ბაიდენი ვლადიმირ პუტინს რუსეთის მიერ უკრაინის საზღვრებზე სამხედრო ძალების გაძლიერებასთან დაკავშირებით ესაუბრა.
"პრეზიდენტმა ბაიდენმა ნათლად თქვა, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შემდგომ შეჭრას განახორციელებს, შეერთებული შტატები, მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად გადამწყვეტად უპასუხებს და რუსეთს სწრაფ და მძიმე ხარჯებს დააკისრებენ. პრეზიდენტმა ბაიდენმა გაიმეორა, რომ რუსეთის შემდგომი შეჭრა უკრაინაში გამოიწვევს დიდ ადამიანურ ტანჯვას და დააქვეითებს რუსეთის ავტორიტეტს
პრეზიდენტმა ბაიდენმა პრეზიდენტ პუტინთან ნათლად განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატები კვლავ მზადაა დიპლომატიურ პროცესში მონაწილეობისთვის, მოკავშირეებთან და პარტნიორებთან სრული კოორდინაციით, ასევე თანაბრად მზადაა სხვა სცენარისთვისაც," - ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.