პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ტაშკენტის ზოოპარკში ვიზიტორმა ქალმა პატარა გოგონა, რომელიც თან ახლდა, დათვის ვოლიერში ჩააგდო. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. შემთხვევა გუშინ მოხდა.
ჯერჯერობით ვერ საუბრობენ, თუ რა უნდა ყოფილიყო ქალის მოტივი.
„28 იანვარს, დღის 12 საათზე ახალგაზრდა ქალმა უცნობი მოტივით, პატარა გოგონა დათვის ვოლიერში ჩააგდო. წარმოდგენაც კი საშიშია, რით დამთავრდებოდა ეს ამბავი, დათვი, რომ ბავშვს როგორც მტაცებელი ნადავლს ისე მოქცეოდა," - აცხადებენ ზოოპარკის პრესსამსახურში.
გამოცემის ცნობით, დედამ პატარა გოგონა ლითონის ღობის ზემოდან გადააგდო. ზოოპარკის ვიზიტორებისა და თანამშრომლების მცდელობის მიუხედავად, ქალის შეჩერება ვერ მოხერხდა. დათვი ნელ-ნელა დაიძრა მის ვოლიერში აღმოჩენილი ბავშვისკენ, გოგონას მიუახლოვდა, დასუნა და მოშორდა.
ბავშვი ვოლიერიდან გამოყვანის შემდეგ ექიმმა გასინჯა. მას დაზიანებები 5 მეტრის სიმაღლიდან ჩაგდების გამო ჰქონდა მიყენებული. საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ დადგინდა, რომ ბავშვი მსუბუქი შოკის მდგომარეობაში იმყოფება, მას ქალა-ტვინის ღია ტრავმა და ტვინის შერყევა აღენიშნება.
ტაშკენტის ზოოპარკი თავის თავზე იღებს გოგონას სამედიცინო მომსახურების მიწოდების ყველა ხარჯს.
ქალის წინააღმდეგ, რომელმაც გოგონა დათვის ვოლიერში ჩააგდო აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რაც 15 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მაქსიმალური სასჯელი კი 25 წლიანი თავისუფლების აღკვეთაა.