სუმის ოლქი რუსული ძალების სამიზნე კიდევ ერთხელ გახდა - დაზიანებულია მრავალსართულიანი კორპუსები, დაშავებულია 12 მოქალაქე

სუმის ოლქი

რა ვითარებაა უკრაინაში - რუსეთის თავდასხმის სამიზნე გახდა სუმის ოლქი: დრონებით დარტყმის შემდეგ, დაზიანებულია 5 მრავალსართულიანი კორპუსი, სავაჭრო ცენტრი და ავტომობილები. დაშავებულია 12 მოქალაქე, მძიმეა 2-ის მდგომარეობა.

იერიში განხორციელდა ოდესაზეც, ქალაქის სხვადასხვა ნაწილში აფეთქებების შემდეგ ხანძარი გაჩნდა. ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ.

პარალელურად, ცნობილია, რომ მოსკოვს და კიევს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი სტამბოლში ხვალ გაიმართება. ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტმა დაადასტურა. ოფიციალური კიევი აცხადებს, რომ მოლაპარაკებებში უკრაინის, რუსეთის, შტატების და თურქეთის პრეზიდენტები უნდა ჩაერთონ.