სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა უკრაინის პრეზიდენტი გაზის ტრანზიტის შესახებ მოლაპარაკებებზე მიიწვია

რობერტ ფიცო

საჰაერო განგაში ღამით უკრაინის რამდენიმე ოლქში რაკეტებისა და დრონების საფრთხის გამო ჩაირთო. აფეთქებების ხმა ისმოდა კიევში.

რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქშზესაარტილერიო იერიში განახორციელეს, დაიღუპა 2 ადამიანი. ხერსონის ოლქში სოფელის დაბომბვის შედეგად დაშავდა სამოქალაქო პირი.

დაიბომბა სუმის ინფრასტრუქტურული ობიექტიც. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში ფრონტზე სულ 155 საბრძოლო შეტაკება განხორციელდა.

უკრაინის პრეზიდენტი გაზის ტრანზიტის შესახებ მოლაპარაკებებზე მიიწვია სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა. რობერტ ფიცომ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა სლოვაკეთში, უკრაინის საზღვართან ახლოს შესთავაზა. ზელენსკიმ კი საკითხის განხილვის ლოკაციად არა სლოვაკეთი, არამედ კიევი არჩია.

ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედმა პრეზიდენტმა სახელმწიფო დეპარტამენტში ბოლო გამოსვლისას განაცხადა, რომ ამერიკა უკრაინას პუტინის შეჩერებაში დაეხმარა. ბაიდენის თქმით, რუსეთმა სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწია და უკრაინა კვლავ დამოუკიდებელი ქვეყანაა, რომელსაც ნათელი მომავლის პოტენციალი აქვს.