1776235075
„სირენების ჩართვამდე დარჩით სახლში“ - უკრაინის შსს-ს მოსახლეობას აფრთხილებს
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, გამაფრთხილებელი სირენების ჩართვამდე სახლებში დარჩნენ. ამის შესახებ შსს-ს პრესმდივანმა ელენა მატვეევამ განაცხადა.
„ვიდრე სირენები ჩაირთვება, მოქალაქეები დარჩნენ სახლებში. მშვიდად რომ იყვნენ, ვურჩევ, შევიდნენ საგანგებო სიტუაციების სამსახურის საიტზე, სადაც ინსტრუქციაა მოცემული. იქ აღნიშნულია, როგორ უნდა მოიქცნენ, როდესაც გამაფრთხილებელი სირენის ხმას გაიგებენ. ამასთან, შეამოწმონ პირველადი დახმარების ყუთი, უდევთ თუ არა ყველაფერი, რაც სჭირდებათ," - განაცხადა შსს-ს პრესმდივანმა.










