მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის
1773344418
დეპუტატი ალეკო ელისაშვილი უკრაინაში იმყოფება, მოხალისე მებრძოლთა უცხოურ ლეგიონში. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციას თავად ავრცელებს.
„არასდროს გულგრილი არ ვყოფილვარ. არ შემეძლო ისე მეცხოვრა, რომ სხვისი დარდი და განსაცდელისთვის თვალი ამერიდებინა. ახლა უკრაინა, ჩვენი ჭირის და ლხინის თანაზიარი უკრაინელები განსაცდელში არიან. იბრძვიან ჩვენი საერთო მტრის წინააღმდეგ. ამ ბრძოლის შორიდან ყურება არ შემეძლო. ამიტომაც აქ ვარ, უკრაინაში. მოხალისე მებრძოლთა უცხოურ ლეგიონში. მტერი უნდა დავამარცხოთ. დიდება უკრაინას! დიდება საქართველოს!“, - წერს დეპუტატი.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის
1773344418
13 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
1773343369