ვინ არის ცნობილი კინო დოკუმენტალისტი და ჟურნალისტი, რომელიც დღეს უკრაინაში მოკლეს

სროლა

რუსმა ოკუპანტებმა ქალაქ ირპენში  51 წლის ამერიკელი კინოდოკუმენტალისტი ბრენტ რენო მოკლეს. ამერიკის რეჟისორთა გილდიის ჯილდოს მფლობელი, პროდიუსერი, ამჯერად, როგორც New York Times-ის ჟურნალისტი, თავისი პროფესიული მოვალეობის შესრულებისას რუსმა სამხედროებმა მოკლეს.

დაიჭრა მასთან ერთად მყოფი ჟურნალისტიც, რომელიც სასწრაფოდ სამედიცინო პუნქტში გადაიყვანეს და დახმარება აღმოუჩინეს.

ამ ინფორმაციას უკრაინული მედია საშუალება NEXTA LIVE-ი ავრცელებს. 

გადარჩენილი ჟურნალისტი, ანალიზა კამილის მიერ გადაღებულ ვიდეოში ჰყვება, რომ ისინი უკრაინელ ლტოლვილებს იღებდნენ, გაქცევის მომენტში, როდესაც მათი მიმართულებით სროლა განხორციელდა.

"ირპენის პირველ ხიდზე გადავდიოდით სხვა ჟურნალისტებთან ერთად, რომ ლტოლვილების გადაადგილება ფირზე აღგვებეჭდა. მოგვიახლოვდა მანქანა, საიდანაც გვკითხეს, თუ გვჭირდებოდა დახმარება მეორე ხიდის გადასაკვეთად. გავიარეთ ბლოკპოსტი და ჩვენი მიმართულებით სროლა დაიწყო.

ბენტი კისრის არეში დაჭრეს, ჩვენ გამოვიქეცით, აქ სასწრაფო დახმარების მანქანამ მომიყვანა," - ჰყვება გადარჩენილი ჟურნალისტი.