"შემოიტანეთ ჭეშმარიტება სამყაროში, გამოიყვანეთ ხალხი, მათი სიცოცხლე სატანის ხელიდან გადაარჩინეთ" - უკრაინის საზღვაო ბრიგადის მეთაური რომის პაპს მიმართავს

cerili

36-ე ცალკეული საზღვაო ბრიგადის მეთაურმა, მაიორმა სერგეი ვოლინამ წერილი მისწერა რომის პაპს ფრანცისკეს და სთხოვა, მარიუპოლიდან ხალხის გაყვანასა და გადარჩენაში დაეხმაროს. ამ ინფორმაციას NEXTA LIVE Telegram არხზე ავრცელებს. 

„თქვენო უწმინდესობავ, პაპ ფრანცისკევ!

ალბათ, ბევრი გინახავთ ცხოვრებაში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, არავის არასოდეს უნახავს, რა ხდება მარიუპოლში. სწორედ ასე გამოიყურება ჯოჯოხეთი, ოღონდ - დედამიწაზე.

ცოტა დრო მაქვს იმ საშინელებების აღსაწერად, რასაც აქ ყოველდღე ვხედავ.

ქალები ბავშვებთან და ჩვილებთან ერთად ქარხნის ბუნკერებში ცხოვრობენ, შიმშილსა და სიცივეში, ყოველდღე მტრის თვითმფრინავების და იარაღის ქვეშ. ყოველდღე დაჭრილები იღუპებიან, რადგან არ არის წამალი, წყალი, საკვები მათთვის ხელმისაწვდომი.

მე თქვენ დახმარებისთვის მოგმართავთ, რადგან ახლა ის დროა, როცა მხოლოდ ლოცვა არ არის საკმარისი. დაეხმარეთ მათ გადარჩენაში.

დრამატული თეატრის დაბომბვის შემდეგ რუსი ოკუპანტების რწმენა არავის დარჩა.

შემოიტანეთ ჭეშმარიტება სამყაროში, გამოიყვანეთ ხალხი და გადაარჩინეთ მათი სიცოცხლე სატანის ხელიდან, რომელსაც ყოველი ცოცხალის დაწვა სურს." - წერს მეთაური.