„იწვევს 8-წლიან (ან სამუდამო) დაზიანებას ნაწლავებში" - ბიძინა კულუმბეგოვი ინფორმაციას ავრცელებს
1784586863
რუსეთი უკრაინაში ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ რუსეთი უკრაინაში მხოლოდ ჩვეულებრივ შეიარაღებას გამოიყენებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, რომ რუსეთის შეტევა ახლა უკრაინის აღმოსავლეთზეა ორიენტირებული.
„ოპერაცია უკრაინის აღმოსავლეთში, როგორც თავიდანვე იყო გამოცხადებული, მიზნად ისახავს დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების სრულად გათავისუფლებას. ეს ოპერაცია გაგრძელდება“, - განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.