სერგეი ლავროვი ამბობს, რომ მოსკოვი ამზადებს საკუთარ რეაქციას კიევის წინადადებებზე და გარკვეულ წინსვლას აფიქსირებს

ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ  მოსკოვი ამზადებს საკუთარ რეაქციას კიევის წინადადებებზე და გარკვეულ წინსვლას აფიქსირებს.

მისივე თქმით, მოლაპარაკებების პროცესში წინსვლა, უპირველეს ყოვლისა, ეხება უკრაინის, როგორც ბლოკის წევრი ქვეყნის აღიარების შეუძლებლობას.

„მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს. თქვენ მოისმინეთ, როგორ კომენტარს აკეთებდნენ ჩვენი მომლაპარაკებლები სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების ბოლო რაუნდზე, სადაც უკრაინულმა მხარემ ქაღალდზე პირველად წარადგინა საკუთარი ხედვა შეთანხმებებზე, რომელთა მიღწევაც აუცილებელია. ეს შეთანხმებები, ზოგადად, ჯერ უნდა ჩამოყალიბდეს. ჩვენ ვამზადებთ რეაქციას, არის წინსვლა, რომელიც უპირველეს ყოვლისა, ეხება უკრაინის, როგორც ბლოკის წევრი ქვეყნის აღიარების შეუძლებლობას“, – განაცხადა ლავროვმა.

ლავროვის განცხადებით, რუსეთი უკრაინულ მხარესთან შემდგომ კონტაქტებზე მუშაობს.

მისივე თქმით, მოსკოვი ემხრობა უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფას არა მხოლოდ რუსეთისთვის, არამედ უკრაინისთვის და ევროპის ყველა ქვეყნისთვის.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ უსაფრთხოების გარანტიებს უკრაინისთვის, ყველა ევროპული ქვეყნისთვის, რუსეთისთვის იმ დოკუმენტების შესაბამისად, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში ეუთო-ს ფარგლებში იყო მიღებული და რომელიც აცხადებდა პრინციპს, რომ არც ერთი ქვეყანა არ გააძლიერებს თავის უსაფრთხოებას სხვების უსაფრთხოების ხარჯზე“, – განაცხადა ლავროვმა.