"სასწაული ხდება, უკრაინელები სესხებს ისევ ისე ფარავენ, როგორც - ომამდე"

mono

"მონო"-ს დამფუძნებელი უკრაინელების დამოკიდებულებას საბანკო სექტორის მიმართ ტელეგრამზე ეხმაურება და წერს, რომ მიუხედავად ქვეყანაში არსებული საომარი მდგომარეობისა, უკრაინელები საბანკო ვალდებულებებს მაინც ასრულებენ. 

"ჩვენ გვაქვს 327 მილიონი გრივნა დარჩენილი საბარათე ანგარიშებზე. დაიწყო ლიმიტების დაფარვის დრო და აუხსნელი რამ ხდება, სასწაულია - უკრაინელები ისევე იხდიან სესხებს, როგორც ომამდე იხდიდნენ. 

ჩვენ ნამდვილად ვერ დაგვამარცხებენ! 

დიდება უკრაინას." - ამბობს ოლეგ გოროხოვსკი.