სარაკეტო შეტევა ხარკოვზე - არის მსხვერპლი

ხარკოვი

რუსმა ოკუპანტებმა სარაკეტო შეტევა მიიტანეს ხარკოვზე, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ინფორმაციას ხარკოვის მერი იგორ ტერეხოვი Telegram-ზე ავრცელებს.

მისი ცნობით, ქალაქში 05:00 საათიდან ორი აფეთქება მოხდა.

„ხარკოვზე პირველი დარტყმა ქალაქის ერთ-ერთი რაიონის ინდუსტრიულ ზონაზე განხორციელდა, მეორე კი კერძო ტერიტორიაზე მოხდა. ხანძარი გაჩნდა ერთ-ერთ სახლში. ინფორმაცია არის ერთი დაღუპულის შესახებ“, - დაწერა ტერეხოვმა.

მისივე ცნობით, მტერმა С-300-ის ტიპის რაკეტები გამოიყენა.

ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.