საქართველოში მყოფ უკრაინელებს, გადაუდებელი საჭიროების სამედიცინო სერვისებს სახელმწიფო დაუფინანსებს

საქართველო - უკრაინა

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს, გადაუდებელი საჭიროების სამედიცინო სერვისებს სახელმწიფო დაუფინანსებს.

ასევე უკრაინის მოქალაქეებისთვის, საჭიროების შემთხვევაში, უფასო იქნება COVID-19-ზე ტესტირება, კოვიდ კლინიკებში მკურნალობა და COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაცია.

უკრაინის მოქალაქეებისთვის სპეციალური ცხელი ხაზი 144 – 3 მუშაობს, რომელიც სამედიცინო სერვისებთან ერთად, მათი სხვა საჭიროების შესახებ, ინფორმაციას შეაგროვებს და შესაბამის უწყებებს მიაწვდის.

დახმარების პაკეტი ქვეყანაში მყოფ, იმ უკრაინელი ტურისტებს შეეხება, რომლებმაც საზღვარი 1-23 თებერვლის პერიოდში გადმოკვეთეს.