„საქართველოს ხელისუფლება აღშფოთდა“ - არესტოვიჩის მორიგი ინტერვიუ

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა გუშინ ჟურნალისტ მარკ ფეიგინს ინტერვიუ მისცა, სადაც საქართველოს შესახებაც ისაუბრა.

„საქართველოს ხელისუფლება აღშფოთდა. პრემიერ-მინისტრი და კიდევ რომელიღაცა მინისტრი აკეთებს ჩემზე კომენტარს. შენს გადაცემაში ვახსენე სააკაშვილი და იმათმა მისცეს ასეთი ფორმულირება: არესტოვიჩმა სპეციალურად ახსენა სააკაშვილი, რადგან მისი მთავარი ამოცანაა, საქართველოს მთავრობას უბიძგოს აფხაზეთსა და ოსეთში შეჭრისკენო. შენმა გადაცემამ იოლად დაურღვია სიმშვიდე საქართველოს მთავრობას.

ერთი დღის განმავლობაში სამი გრანდიოზული სკანდალი მოვაწყვე. ერთი ბელარუსის მიმართ, მეორე მოლდოვას, რუმინეთისა და რუსეთის და მესამე - საქართველოს გამო. ეს ჯერ არ არის დასრულებული. მიდი კიდევ მოიფიქრე ისეთი, ვინც ჯერ არ გვიხსენებია“, - ამბობს არესტოვიჩი.