პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
სამხრეთ კორეა აკრძალავს სტრატეგიული მასალების რუსეთში ექსპორტს და შეუერთდება საერთაშორისო ძალისხმევას, რათა დაბლოკოს ზოგიერთი რუსული ბანკი SWIFT-ის გლობალურ გადახდის სისტემაზე, განაცხადა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. ამის შესახებ CNN წერს.
გამოცემის ცნობით, სამინისტრომ არ გაამჟღავნა, რომელი მასალები დაექვემდებარა ექსპორტის აკრძალვას, მაგრამ აღნიშნა, რომ მან შეატყობინა შეერთებულ შტატებს თავისი გადაწყვეტილების შესახებ დიპლომატიური არხებით.
სამინისტრომ დაამატა, რომ გადაწყვეტილება არასტრატეგიული მასალების, მათ შორის ნახევარგამტარებისა და ელექტრონიკის ექსპორტის აკრძალვის შესახებ, „მალე" იქნება მიღებული.
სამინისტრომ ასევე დაადასტურა, რომ სამხრეთ კორეა ითხოვს ნავთობის სტრატეგიული მარაგების დამატებით გათავისუფლებას საერთაშორისო ენერგეტიკული ბაზრის სტაბილიზაციისთვის, სანამ განაგრძობს სხვა ზომების განხილვას, როგორიცაა თხევადი ბუნებრივი აირის ევროპაში გადაყიდვა.
ამასთან, სამხრეთ კორეა გაზრდის ჰუმანიტარულ დახმარებას უკრაინისთვის, ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.