პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მოხალისე ანდრეი ვერბიცკი, რომელიც კიევის ოლქში რუსულ აგრესიას გადაურჩა, ყვება, თუ როგორ დაატყვევეს ის და მისი მეგობარი რომანი და როგორ აწამეს სასტიკად.
„მე თავს ისე ვაჩვენებდი, თითქოს არ ვსუნთქავდი, რომას - თავში ესროლეს“
მოხალისეს ხუთი გამჭოლი ჭრილობა და მოტეხილი ფეხი აქვს...“ - ნათქვამია ვიდეოს წარწერაში, რომელიც ვერბიცკის შესახებ გავრცელდა.
მამაკაცი და მისი მეგობარი რუსებმა იმ დროს აიყვანეს, როდესაც კიევის ოლქში ადამიანებისთვის მოხალისეობრივად დახმარების გაწევა სურდათ.
„გაგვჩხრიკეს, ტელეფონები წაგვართვეს... ჩაგვსვეს საბარგულში, თვალებზე აგვაფარეს, ფეხები და ხელები შეგვიკრეს და ისე წაგვიყვანეს...“,- ყვება იგი.
მოხალისის თქმით, უკრაინელები ოკუპანტებს სათითაოდ მიჰყავდათ საწამებლად. მეორე დღეს კი ისინი ტყეში წაიყვანეს, სადაც აიძულეს საკუთარი საფლავის გათხრა.
მოხალისეების წამების შემდეგ დამპყრობლებმა ისინი ჩასვეს ჯავშანტრანსპორტიორებში და მდინარეში დასასახვრეტად წაიყვანეს.