საფრანგეთის საზღვაო ძალებმა რუსეთში, სანქტ-პეტერბურგში მიმავალი სატვირთო გემი დააკავა

გემი

საფრანგეთის საზღვაო ძალებმა რუსეთში, სანქტ-პეტერბურგში მიმავალი სატვირთო გემი დააკავა. ამის შესახებ ამის შესახებ ინფორმაციას BBC ფრანგ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

საფრანგეთის ოფიციალური პირების ცნობით, არსებობს ეჭვი, რომ ის ეკუთვნის კომპანიას, რომელიც ევროკავშირის მიერაა სანქცირებული. 

"127-მეტრიანი რუსული სატვირთო გემი სახელად "ბალტიის ლიდერი", რომელსაც მანქანები გადააქვს, ღამით საფრანგეთის საძღვაო ძალებმა დააკავა და გადაიყვანა ჩრდილოეთით, ბულონი სურ-მერის პორტში.

ის საფრანგეთის მთავრობის მოთხოვნის შემდეგ გადაიყვანეს ფრანგულ პორტში, რადგან, სავარაუდოდ, ეკუთვნის კომპანიას, რომელიც ევროკავშირის მიერაა სანქცირებული", - წერია ოფიციალურ განცხადებაში.