1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, ჟან-ივ ლე დრიანის თქმით, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ევროპა მზად არის, მოსკოვს მასშტაბური სანქციები დაუწესოს.
ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„კითხვაზე - არის თუ არა ისეთი პირობები შექმნილი, რომ რუსული ძალების უკრაინაზე თავდასხმა განხორციელდეს, პასუხია დიახ “, - აღნიშნა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ჟან-ივ ლე დრიანმა ასევე აღნიშნა, რომ არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო.