კესარია აბრამიძის ოჯახი პირველ განცხადებას ავრცელებს
1727984940
ვფიქრობ შემიძლია დარბაზში მყოფი ადამიანების სახელით განვაცხადო, რომ სადამდეც საჭიროა, ჩვენ უკრაინელი მეგობრების გვერდით ვიქნებით, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ბევრი ეჭვობდა, იქნებოდა თუ არა უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერა ურყევი, მაგრამ, დღეს უკრაინას კანდიდატის სტატუსი აქვს მინიჭებული. ევროპული ქვეყნები კი უკრაინას სულ უფრო მეტ კრიტიკულად მნიშვნელოვან იარაღს აწვდიან. ამასთან ერთად, რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე მასშტაბური სანქციები გვაქვს ამოქმედებული, შედეგად რუსეთის ეკონომიკა ათწლეულების განმავლობაში ყველაზე დიდ რეგრესს განიცდის. რუსეთის მიერ ჩადენილი არცერთი დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება. ჩვენ კი უკრაინის მიმართ მხარდაჭერას არ შევწყვეტთ. გუშინ ცნობილი გახდა, რომ ფინანსური დახმარების სახით 3 მილიარდ ევროს გამოვყოფთ. ეს 2023 წელს 18 მილიარდიანი დახმარების ფარგლებში პირველი ტრანში იქნება. ვფიქრობ შემიძლია დარბაზში მყოფი ადამიანების სახელით განვაცხადო, რომ სადამდეც საჭიროა, ჩვენ უკრაინელი მეგობრების გვერდით ვიქნებით. ერთი წლის წინ ევროპა რუსეთის წიაღისეულ საწვავზე მნიშვნელოვნად იყო დამოკიდებული, ეს პუტინის მანიპულაციებისადმი დაუცველს გვხდიდა. 1 წელში ევროპას გადალახა ეს სახიფათო დამოკიდებულება. ევროპამ საერთო სურვილის ძალა კიდევ ერთხელ აჩვენა“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
პრემიერ-მინისტრი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს. ეკონომიკური ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მსოფლიო ლიდერებმა მიმართეს, მათ შორის არის ევროკომისიის პრეზიდენტიც. პარალელურად, საქართველოს დელეგაცია მსოფლიო დონის ბიზნესკომპანიებთან შეხვედრებს განაგრძობს.