"დედის საფლავზე დადის, რომელიც თვითონ მოკლა..." - ქართველი ბალერინას ტრაგიკული ისტორია
1732684222
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, გაეროს უშიშროების საბჭოს სიტყვით მიმართა.
მან რუსეთის ქმედებებს, სამხედრო დანაშაულს უწოდა და განაცხადა, რომ მას გამჭვირვალე გამოძიება სურს.
„სად არის უსაფრთხოება, რომლის გარანტიაც უშიშროების საბჭომ უნდა უზრუნველყოს? მიუხედავად იმისა, რომ უშიშროების საბჭო არსებობს, ის იქ არ არის. მაშ, სად არის მშვიდობა? რა არის ის გარანტიები, რომლებიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს? მინდა შეგახსენოთ გაეროს წესდების 1-ლი მუხლის პირველი თავი. რა არის ჩვენი ორგანიზაციის მიზანი? მისი მიზანია მშვიდობის შენარჩუნება. ახლა კი გაეროს წესდება ფაქტობრივად დაირღვა.
საჭიროა ჟურნალისტების მაქსიმალური ხელმისაწვდომობა, თანამშრომლობა საერთაშორისო ინსტიტუტებთან, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ჩართულობა და სრული ანგარიშვალდებულება. დარწმუნებული ვარ, რომ გაეროს ყველა წევრი ქვეყანა ამით უნდა იყოს დაინტერესებული. რატომ? იმისათვის, რომ ის დაისაჯოს, ვინც თავს პრივილეგირებულად თვლის და სჯერა, რომ ყველაფრისგან თავის დაღწევა შეუძლია,“ - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.