1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
"თუ კითხულობ, გთხოვ დააბრუნე თანხა, მომწერე - გპირდები, არსად არ დაგასმენ ოღონდ ახლა ინამუსე" - ასე ეხმაურება ანი ჭიბოშვილი თავს გადახდენილ ისტორიას, რომელიც ვარკეთილში 20 მაისს მოხდა.
ის თავის პატარასთან, ერთი წლის ბავშვთან ერთად იყო, როცა ატირებულ შვილს ამშვიდებდა და სავარაუდოდ, სწორედ იმ დროს, საფულიდან თანხა ამოაცალეს. როგორც თავად აცხადებს, თანხა ბანკში სესხის დასაფარად მიჰქონდა...
"ვარკეთილში ატირებულ ბავშვს დედა რომ აწყნარებს და ამ დროს ჩანთიდან ფულს იპარავ, რა ოჯახში გაიზარდე, ვინ გაგზარდა?
გიფიქრია როდისმე რისი თანხა შეიძლება ყოფილიყო? რამდენ ხანს ან რაში გამოიყენებ მაგ თანხას, რომელმაც შეიძლება, მე დღეს ბინა დამაკარგვინოს, პოლიცია თუ ვერ გიპოვის უფალი ხომ ხედავს?
იქნებ ინამუსო და დააბრუნო, პატიმრის პატრონი ვარ, მარტოხელა დედა, თაღლითის მსხვერპლი, რომლის გამოც შეიძლება ბინა დავკარგო და კიდევ ეს...
სამართალი არ არსებობს? ასე რამ გაგაბოროტათ?
თუ კითხულობ, გთხოვ დააბრუნე თანხა, მომწერე - გპირდები, არსად არ დაგასმენ ოღონდ ახლა ინამუსე." - წერს ანი ჭიბოშვილი.
ანი ჭიბოშვილმა ეს პოსტი ვარკეთილის ჯგუფშიც დაწერა. მისი გასაჭირი ჯგუფის წევრებმა გაითავისეს და თანხის შეგროვებას შეუდგნენ - ამჟამად, ანისთვის 300 ლარი უკვე შეაგროვეს.
თუ გაქვთ ინფორმაცია ამ ფაქტის შესახებ ან მისი დახმარების სურვილი გაქვთ, დაუკავშირდით.