რა მოხდა თურქეთში და სად არის გურამ დადიანიძის მამა? - რას ჰყვება გურიკას დედა
1786997599
რუსეთის დედაქალაქ მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, ღამის განმავლობაში დედაქალაქისა და მოსკოვის ოლქის მიმართულებით 620 უპილოტო საფრენი აპარატი დააფიქსირეს.
„გუშინდელი საღამოდან დღეს დილის 5:00 საათამდე მოსკოვის რეგიონის მიმართულებით 620 უპილოტო საფრენი აპარატი მოფრინავდა, რომელთაგან 180 მოსკოვის რეგიონში გაანადგურეს“, - აღნიშნა სობიანინმა.
მისი თქმით, ნანგრევების ჩამოვარდნის ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურები მუშაობენ. რუსული მედიის ინფორმაციით, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო, მოსკოვში რვა ავიარეისის დაშვება ვერ მოხერხდა.