„მსაჯები და მაყურებლები მის მხარეს იყვნენ“ - უმარის მწვრთნელი თვლის, რომ მოიგეს
1737299288
რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ოლქი ისევ დაბომბეს. ჭურვები დროებით ოკუპირებულ სოფელ კამენკაში, საცხოვრებელი უბანში ჩამოვარდა.
ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ სტარუხის ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 29 წლის ქალი და მისი ორი შვილი (2 წლის და 8 წლის).
„ექვსივე გასროლა საცხოვრებელი კორპუსების მიმართულებით განხორციელდა. 4-სართულიანი სახლი, რომელშიც ახალგაზრდა დედა ბავშვებთან ერთად ცხოვრობდა, მიწასთან გაასწორეს", - ამბობს სტარუხი.
გარდაცვლილი ანასტასია ბოროვიკია, რომელიც კამენკას სოფლის საბჭოს კულტურისა და დასვენების ცენტრის თანამშრომელი იყო.
ალექსანდრ სტარუხის თქმით, სოფელში კულტურის არც ერთი მუშაკი არ თანამშრომლობდა ოკუპანტებთან. ადგილობრივები აცხადებენ, რომ ნანგრევების ქვეშ შესაძლოა, ადამიანები იყვნენ მოყოლილი.