მაგნიტური ქარიშხალი 2025 წლის სექტემბერში: ასტროლოგებმა თვის ყველაზე საყურადღებო თარიღები დაასახელეს
1757016593
გასული 24 საათის განმავლობაში, ლუგანსკის ოლქის პოლიციამ 26 საჰაერო თავდასხმა დააფიქსირა. დაიბომბა ქალაქები - სევეროდონეცკი, ლისიჩანსკი, რუბეჟნოე, კრემენაია, გორსკოე და ნოვოდრუჟესკი. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ნაციონალური პოლიცია ავრცელებს.
უწყების ცნობით, არიან დაღუპული და დაჭრილი ადგილობრივები.
„გუშინ ლუგანსკის ოლქის ქალაქებიდან დღის განმავლობაში თითქმის 600 მშვიდობიანი მოქალაქე იქნა ევაკუირებული. პოლიცია მოქალაქეებს კიდევ ერთხელ ახსენებს, რომ ფრთხილად იყვნენ, არ აიღონ უცნობი საგნები და არ შეეხონ აუფეთქებელ ჭურვებს“, - აღნიშნულია ნაციონალური პოლიციის განცხადებაში.