VIDEO: მაქსიმ გალკინმა მისთვის ყველაზე საყვარელი ქართული სიმღერა დაასახელა და გამომწერებს უმღერა
1740247052
დღეს დილით რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის სკოლაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. ამის შესახებ ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ, ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა.
„დღეს დილის 4 საათზე, რუსმა დამპყრობლებმა ხარკოვის შევჩენკოვსკის რაიონზე მზაკვრული სარაკეტო იერიში მიიტანეს. სამხედრო ტერორისტებმა სამიზნედ საშუალო სკოლა აირჩიეს. მაშველები ახლა ნანგრევებს ასუფთავებენ. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ ყოფილა, შენობაში არავინ იყო“, - განაცხადა მან.
სინეგუბოვმა ასევე აღნიშნა, რომ რეგიონის ტერიტორიაზე მტერი 24 საათის განმავლობაში ურტყამდა ხარკოვის, იზიუმისა და ბოგოდუხოვსკის ოლქების ქალაქებსა და სოფლებს. დაბომბვის შედეგად განადგურდა საცხოვრებელი კორპუსები, ავტოფარეხები და სხვა ნაგებობები.