ლუკაშენკოს მტკიცებით, უკრაინამ ბელარუსისკენ რაკეტები გაუშვა

afeTqeba

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ამბობს, რომ მისმა სამხედროებმა უკრაინიდან გასროლილი რაკეტები ჩამოაგდეს, - ინფორმაციას Al Jazeera ავრცელებს.

„უნდა გითხრათ, რომ დაახლოებით სამი დღის წინ, შესაძლოა, უფრო მეტი ხნის წინაც, მათ [უკრაინელებმა] სცადეს უკრაინიდან ბელარუსის სამხედრო ობიექტებზე დარტყმა. მადლობა ღმერთს, ჩვენმა საზენიტო სისტემებმა უკრაინული ძალების მიერ გასროლილი ყველა რაკეტა შეაჩერეს. როგორც ერთ წელზე მეტი ხნის წინ ვთქვი, რომ ჩვენ უკრაინაში ბრძოლას არ ვაპირებთ. ჩვენ ვიბრძოლებთ მხოლოდ ერთ შემთხვევაში - თუ თქვენ ჩვენს მიწაზე შემოხვალთ, თუ ჩვენს ხალხს მოკლავთ, ჩვენ გიპასუხებთ“, - ამბობს ბელარუსის პრეზიდენტი.