პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
პენტაგონმა პოლონეთის წინადადება, MiG-29 ტიპის გამანადგურებლების უკრაინისთვის მიწოდების შესახებ, არ მიიღო. უწყების პრესმდივნის, ჯონ კირბის განცხადებით, პენტაგონს არ სჯერა, რომ პოლონეთის წინადადება გონივრულია.
„ჩვენთვის გაუგებარია, რომ ამის ლოგიკური დასაბუთება არსებობს. ამ საკითხთან დაკავშირებით, გავაგრძელებთ კონსულტაციებს პოლონეთთან და ნატოს სხვა მოკავშირეებთან და ასევე, მის მიერ წარმოქმნილ რთულ ლოგისტიკურ გამოწვევებთან დაკავშირებით, მაგრამ არ მიგვაჩნია, რომ პოლონეთის წინადადება გონივრულია,“- განაცხადა კირბიმ.
ცნობისთვის, პოლონეთის ხელისუფლება მზად არის, ყველა MIG-29 „რამშტაინის“ საავიაციო ბაზაზე დაუყოვნებლივ უფასოდ განათავსოს და აშშ-ის მთავრობას მის განკარგულებაში გადასცეს.
„ამავდროულად, პოლონეთი აშშ-ს სთხოვს, მოგვაწოდოს მეორადი თვითმფრინავები შესაბამისი ოპერატიული შესაძლებლობებით. პოლონეთი მზად არის, დაუყოვნებლივ დაადგინოს თვითმფრინავების შესყიდვის პირობები. პოლონეთის მთავრობა ასევე სთხოვს ნატოს სხვა მოკავშირეებს, რომლებსაც MIG-29 აქვთ, იმავე პრინციპით იმოქმედონ“, - ნათქვამია განცხადებაში.