1740337798
რუსი მომღერალი გრიგორი ლეპსი დონბასში იარაღით გამოჩნდა

პუტინის მომხრე რუსი მომღერალი გრიგორი ლეპსი უკრაინის დონბასში, ერთ-ერთ მებრძოლთა საწვრთნელ მოედანზე იარაღით გამოჩნდა.
გასროლის ამსახველი ვიდეო მან ტელეგრამის საკუთარ არხზე გამოაქვეყნა.„წავიდეთ გადაღებაზე“, - წერს ის.
აღსანიშნავია, რომ გავრცელებულ ვიდეოზე კრიტიკული კომენტარები სასწრაფოდ იშლება, რჩება მხოლოდ ქება-დიდება. კომენტარებში მომხმარებელთა ცალკეული ნაწილი ომის დამთავრების მომხრეა.
11 მაისს ლეპსმა ვიდეოთი გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩავიდა დონბასში, სადაც ოკუპანტებისთვის კონცერტი გამართა.
ცნობისთვის, ლეპსი უკრაინაში ომს მხარს უჭერს.