ბუნებრიობა კვლავ ტრენდულია - 2026 წლის აქტუალური ვარცხნილობები
1768145841
შეერთებული შტატების ზოგიერთი უმსხვილესი აეროპორტი რუსეთის ფედერაციის მხრიდან კიბერშეტევების სამიზნე გახდა.
ამის შესახებ ABC News ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს.
ხაზგასმულია, რომ აეროპორტის სისტემები ვერ აკონტროლებენ საჰაერო მოძრაობას, არ მუშაობს შიდა კომუნიკაციები და ავიახაზების კოორდინაცია.
ათზე მეტი საიტი მოხვდა ჰაკერების ინტერესში, თქვა ჯონ ჰულტკვისტმა, Mandiant-ის დაზვერვის ანალიტიკის ხელმძღვანელმა.
მისი თქმით, ამ ტიპის თავდასხმა რეალურად გადატვირთავს საიტებს, „ჩაკეტავს“ მათ ხელოვნური მომხმარებლებით.
ჰულკვისტის თქმით, თავდასხმის უკან პრორუსული ჰაკერების ჯგუფი Killnet დგას.
ორშაბათს, 10 ოქტომბერს, თავდასხმის გამო დაიხურა დე მოინის საერთაშორისო აეროპორტის, ლოს ანჯელესის საერთაშორისო აეროპორტის (LAX) და ჩიკაგოს ო'ჰარის საერთაშორისო აეროპორტის ვებსაიტები.
ჰარტსფილდ-ჯექსონის ატლანტას საერთაშორისო აეროპორტმა მოგვიანებით განაცხადა, რომ მისი საიტი კვლავ ამუშავდა.
კიბერუსაფრთხოების ექსპერტების აზრით, Killnet ჯგუფმა გააძლიერა თავისი საქმიანობა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. უკრაინის მოკავშირეები და აშშ-ის მთავრობის ვებსაიტები მათი სამიზნე გახდა. ისინი მოქმედებენ საერთაშორისო დონეზე და თავს ესხმიან სახელმწიფო რესურსებს მთელ ევროპაში.
ჰულტკვისტის თქმით, ჯერჯერობით არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ თავდასხმა რუსეთის მთავრობის დაკვეთა იყო.