„რუსეთში ახლა, საბჭოთა ვითარებაა სრულად დამყარებული, დისიდენტები არ ჩუმდებიან“ - ბორის აკუნინ-ჩხარტიშვილი

akunini

რუსეთის მოქალაქე, ეთნიკური ქართველი, ცნობილი მწერალი, იაპონისტი და მთარგმნელი ბორის აკუნინი, იგივე გიორგი ჩხარტიშვილი, რომელსაც 2009 წელს, რუსეთისა და იაპონიის კულტურულ ურთიერთობებში შეტანილი წვლილისთვის სახელმწიფო პრემია მიენიჭა, რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო მწვავედ აკრიტიკებს და რუსულ საზოგადოებას "მეორე მხარეს" დგომისკენ მოუწოდებს. 

გიორგი ჩხარტიშვილი თავის ნაწარმოებებს ფსევდონიმით - ბორის აკუნინით აქვეყნებს, აკუნინი იაპონურად ნიშნავს, კაცს, რომელიც წესებს არ იცავს... ამჯერად, მწერალი მართლაც არ იცავს რუსულ დაუწერელ წესს - წავიდეს პუტინის წინააღმდეგ... 

"უკრაინულ სამყაროში ომია და ხალხი იღუპება. რუსული სამყაროს მისამართით გინებაა და რუსული რეპუტაცია კვდება. (აქვე აღვნიშნავ, რომ ერეფიას (პოლიტიკურ სლენგზე - რუსეთის ფედერაცია) აღარ ვთვლი რუსულ სამყაროდ - ეს არის რუსეთის დროებით ოკუპირებული ტერიტორია).

ასი წლის წინ, ხალხს მილუკოვი და კერენსკი უფრო სძულდა, ვიდრე - სტალინი და ძერჟინსკი. ძვირფასო ემიგრანტებო, როგორც შიგნით, ასე - ქვეყნით გარეთ მყოფნო, ჩვენ ომში ვართ, არის ფრონტის ხაზი, რომელიც ძალიან მარტივად არის განსაზღვრული: ან პუტინის მომხრე ხარ, ან მოწინააღმდეგე, რადგან ჩვენს საერთო პრობლემას და დღეს, მთელი პლანეტის პრობლემას ძალიან კონკრეტული სახელი აქვს.

ყველაფერი შავი ან თეთრი გახდა. ყველა, ვინც აირჩია ეს მხარე და არა ის, ჩვენია. მიუხედავად იმისა, რას აკეთებდნენ ან ამბობდნენ ომამდე. მეტსაც ვიტყვი - ნებისმიერი რუსი, რომელიც დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფება, თუ დღეს, დუმს და მხარს დიქტატორს არ უჭერს, ასევე ჩვენია.

ერეფიაში ახლა, საბჭოთა ვითარებაა სრულად დამყარებული, როცა ამ საზიზღრობაში არმონაწილეობა უკვე ქმედებაა. ჩემი აზრით, მხოლოდ მგზნებარე თანამოაზრეები იმსახურებენ დაგმობას და უარყოფას.

ყველა დანარჩენი ჩვენია ან შეიძლება ჩვენი გახდეს.

„ვინც ჩვენთან არ არის, ის ჩვენი მოწინააღმდეგეა“ – ეს არის მარგინალებისთვის განწირული სექტანტების სლოგანი.

გამარჯვებულთა სლოგანია: „ვინც მათთან არ არის, ჩვენთანაა“. არ ეთანხმებით? შეეწინააღმდეგეთ. ეს არ არის ერეფია, დისიდენტები არ ჩუმდებიან." - წერს მწერალი.