პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთს სამ თვეში დაახლოებით იმდენივე დაღუპული ჰყავს, რამდენიც ავღანეთში ომის დროს ცხრა წლის განმავლობაში. ამის შესახებ CNN წერს.
„დაბალი დონის და ცუდი ტაქტიკის კომბინაციამ, ჰაერის შეზღუდულმა დაფარვამ, მოქნილობის ნაკლებობამ და არასწორმა ბრძანებებმა გამოიწვია მსხვერპლის ეს მაღალი მაჩვენებელი, რომელიც კვლავ იზრდება დონბასის შეტევის დროს“,- ნათქვამია სამინისტროს დაზვერვის განცხადებაში.
ცნობისთვის, სამშაბათს სრულდება სამი თვე მას შემდეგ, რაც რუსეთმა 24 თებერვალს უკრაინაზე თავდასხმა დაიწყო. საბჭოთა შეჭრა ავღანეთში გაგრძელდა 1979 წლის დეკემბრიდან 1989 წლის თებერვლამდე.