ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება
1736443207
რუსეთის შეიარაღებული ძალების ავიაიერიშს უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეზე 13 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ზაპოროჟიეს სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ივან ფიოდოროვი „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე ავრცელებს.
ფიოდოროვის თქმით, რუსეთის სამიზნეს ზაპოროჟიეში სამრეწველო ინფრასტრუქტურა წარმოადგენდა. თავდაპირველად საუბარი რვა დაღუპულზე იყო, თუმცა მოგვიანებით გარდაცვლილთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა.
ზაპოროჟიეს სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, საჰაერო იერიშის შედეგად 30-ზე მეტი ადამიანია დაშავებული.