პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რუსეთის ხელისუფლებამ ალექსეი ნავალნი ტერორისტულ და ექსტრემისტულ საქმიანობასთან დაკავშირებულ პირთა სიაში შეიყვანა.
ინფორმაციას BBC-ის რუსული რედაქცია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, რუსეთის ფინანსური მონიტორინგის ფედერალურმა სამსახურმა რუსი ოპოზიციონერი, ტერორისტულ და ექსტრემისტულ საქმიანობასთან დაკავშირებულ პირთა სიაში დღეს შეიყვანა. ალექსეი ნავალნისთან ერთად სიაში აღმოჩნდნენ მისი თანამოაზრეებიც – ლიუბოვ სობოლი, გიორგი ალბუროვი, რუსლან შავედინოვი და ვიაჩესლავ გიმადი.
აღსანიშნავია, რომ ორი კვირის წინ ფინანსური მონიტორინგის ფედერალურმა სამსახურმა სიაში შეიყვანა ალექსეი ნავალნის სხვა თანამოაზრეებიც, ლეონიდ ვოლკოვი და ივან ჟდანოვი.
ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ ტერორისტებისა და ექსტრემისტების მონაცემთა ბაზაში დაახლოებით 12 ათასი ადამიანია შეყვანილი. მათთვის სახელმწიფო ზღუდავს ფინანსური ტრანზაქციების შესაძლებლობას ექსტრემისტულ ან ტერორისტულ საქმიანობაში შესაძლო ან დადასტურებული მონაწილეობის გამო.