რუსეთმა მასშტაბური საჰაერო შეტევა განახორციელა უკრაინაზე - არიან დაღუპულები

კიევი

რუსეთის მიერ კიევზე დრონებით მიტანილი იერიშის შედეგად სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა - 2 ქალი და 1 წლამდე ბავშვი. ინფორმაციას უკრაინის დედაქალაქის მერი ვიტალი კლიჩკო ავრცელებს. მასობრივი შეტევის გამო ქალაქში სულ მცირე 13 ადამიანი დაშავდა.

ვრცელდება ვიდეო, რომელზე ჩანს უკრაინის ერთ-ერთი სამთავრობო შენობიდან მომავალი კვამლი - ოფიციალურ კიევს ამ თემაზე კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა კლიჩკომ „სავარაუდოდ დრონის ჩამოგდების შედეგად, სამთავრობო შენობაში აალების“ შესახებ დაწერა.

იერიში უკრაინის სხვა რეგიონებზეც განხორციელდა.