სტიქია კახეთში - დატბორილია ეზოები და გზები
1757249808
ინგლისში, აუქციონზე ლეგენდარული ფიზიკოსის, ალბერტ აინშტაინის ვიოლინოს გაყიდიან. ვაჭრობა 8 ოქტომბერს გაიმართება და მისი ორგანიზატორი სააუქციონო სახლი Dominic Winter-ია. ინსტრუმენტის ღირებულება 200-300 ათას გირვანქა სტერლინგად ფასდება.
აინშტაინმა ვიოლინო გერმანიაში, 1890-იან წლებში, შვეიცარიაში გადასახლებამდე იყიდა. ნაცისტების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მეცნიერი აშშ-ში გაემგზავრა, თავისი ნივთები კი კოლეგას, მაქს ფონ ლაუს დაუტოვა. მათ შორის იყო ვიოლინო, ველოსიპედი და ფილოსოფიის წიგნი.
20 წლის შემდეგ ფონ ლაუმ ეს ნივთები აინშტაინის თაყვანისმცემელ მარგარეტ ჰომმრიხს გადასცა. აუქციონზე ისინი ჰომრიხის შვილთაშვილმა გაიტანა.
აინშტაინმა ვიოლინოზე დაკვრა ბავშვობაში, დედის თხოვნით ისწავლა, მუსიკა მისი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. ის მეგობრებისთვის მოცარტის, ბახისა და ბეთჰოვენის ნაწარმოებს ხშირად ასრულებდა. ყველა თავის ვიოლინოს ფიზიკოსი „ლინას“ ეძახდა.