იურისტის განმარტება დაგროვებითი პენსიის შესახებ
1769977955
რუსული ძალების მიერ უკრაინის დედაქალაქ კიევზე ბალისტიკური რაკეტებით და დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად რამდენიმე მაღალსართულიანი შენობა დაზიანდა და საბავშვო ბაღში ხანძარი გაჩნდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„დარნიცკის რაიონში ხანძარი არასაცხოვრებელ შენობას მოედო. დნეპროვსკში ხანძარი საბავშვო ბაღში გაჩნდა“, - განაცხადა კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ.
რუსებმა დრონებითა და ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს ხარკოვსაც, რის შედეგადაც ქალაქში ორი ადამიანი დაშავდა.
„ხარკოვში მტრის მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. 27 წლის და 58 წლის მამაკაცებს ამჟამად სამედიცინო დახმარება უტარდებათ,“ - განაცხადა ხარკოვის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ სინეგუბოვმა.
მისივე ინფორმაციით, ქალაქ დერგაჩში კიდევ ორი ადამიანი დაშავდა.