იურისტის განმარტება დაგროვებითი პენსიის შესახებ
1769977955
ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ მერიის თანამშრომლებს ოფიციალურად წარუდგინა პირველი მოადგილე ლევან შერაზადიშვილი და მოადგილე ირმა ჩიხრაძე.
შეხვედრაზე დავით ლობჟანიძემ აღნიშნა, რომ ლევან შერაზადიშვილს მერის მოადგილის პოზიციაზე მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და აღნიშნულ ცოდნასა და პროფესიონალიზმს ონის მუნიციპალიტეტის განვითარებასა და მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებას მოახმარს. მისი კურირების სფეროებში შედის საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკის, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის, ზედამხედველობის, შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურები, ასევე მერის წარმომადგენლებთან ურთიერთობისა და კოორდინაციის განყოფილება.
მერის მოადგილეს, ირმა ჩიხრაძეს, 2015 წლიდან ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სხვადასხვა საპასუხისმგებლო პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება აქვს, ხოლო 2020 წლიდან დღემდე იგი რაჭა-ლეჩხუმისა და სვანეთის დელეგატის, გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენლის პოზიციას იკავებდა. მისი საკურატორო სფეროს, ადმინისტრაციული, ასევე განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, ბავშვის უფლებების დაცვის და მხარდაჭერის სამსახურები წარმოადგენს.
ლევან შერაზადიშვილმა და ირმა ჩიხრაძემ მადლობა გადაუხადეს ონის მუნიციპალიტეტის მერს, დავით ლობჟანიძეს, გამოცხადებული ნდობისთვის და აღნიშნეს, რომ მზად არიან ახალი გამოწვევების მისაღებად და მუნიციპალიტეტის განვითარების პროცესში აქტიური მონაწილეობისთვის.