იურისტის განმარტება დაგროვებითი პენსიის შესახებ
1769977955
უკრაინის დელეგაციის წევრები არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში გაემგზავრნენ, სადაც 4-5 თებერვალს უკრაინა-აშშ-რუსეთის სამშვიდობო მოლაპარაკებები გაიმართება. ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაავრცელა.
„დღეს ჩვენს დელეგაციასთან თათბირი გავმართეთ. ბიჭები უკვე გზაში არიან. შეხვედრები [აშშ-თან და რუსეთთან] ოთხშაბათს და ხუთშაბათს გაიმართება“, - განაცხადა ზელენსკიმ საღამოს ტრადიციული ვიდეომიმართვის დროს.
მან აგრეთვე დასძინა, რომ სამმხრივი ფორმატის გარდა უკრაინული დელეგაცია ორმხრივ რეჟიმში გამართავს მოლაპარაკებებს ამერიკულ მხარესთან.