რუსეთმა ხერსონის ოლქი დაბომბა - არის მსხვერპლი

ხერსონი

რუსეთმა ხერსონის ოლქის სოფელი ანტონოვკა დაბომბა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ხერსონის რეგიონის სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე, ოლექსანდრ პროკუდინი ავრცელებს ინფორმაციას, რომ დაღუპულია 37 წლის ქალი.

მანამდე გავრცელდა ცნობა, რომ ხერსონის ოლქში რუსეთის დაბომბვის შედეგად დაშავდა ორი კაცი, მათი მდგომარეობა მძიმეა.