რუსეთმა იზმაილის პორტზე იერიში მიიტანა, დაზიანებულია პორტის ინფრასტრუქტურა, ასევე ხუთსართულიანი სახლი

რუსეთმა იზმაილის პორტზე იერიში მიიტანა

რუსეთმა ღამით ოდესის ოლქში, იზმაილის პორტზე დარტყმა განახორციელა.

ოდესის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ინფორმაციით, იერიშის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.

​პორტში რამდენიმე შენობა დაზიანდა და გაჩნდა ხანძარი, ასევე დაზიანებულია ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლი.

უკრაინული მხარის ცნობით, საჰაერო ძალებმა რუსეთიდან და ოკუპირებული ყირიმიდან ღამით გაშვებული 23 დრონიდან 17 ჩამოაგდეს. მათი უმეტესობა ოდესის ოლქის თავზე განადგურდა.