რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან დღემდე 21 000 რუსი სამხედროა ლიკვიდირებული

ომი უკრაინაში

რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან დღემდე, 21 000 რუსი სამხედროა ლიკვიდირებული. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს და ოკუპანტების საბრძოლო დანაკარგის შესახებ საუბრობს.

უწყების ცნობით, რუსეთის ჯამური საბრძოლო დანაკარგები 24 თებერვლიდან 21 აპრილის ჩათვლით, სავარაუდოდ, შეადგენს:

პერსონალი - 21 000 სამხედრო,
ტანკები - 829
დაჯავშნული საბრძოლო მანქანები - 2 118
საარტილერიო სისტემები - 393
ზალპური ცეცხლის სისტემა [MLRS] - 136
საჰაერო თავდაცვის სისტემები - 67
თვითმფრინავი -  172
ვერტმფრენები - 151
გემები / ნავები - 8
საწვავის ავზები - 76
ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი - 166
სპეციალური აღჭურვილობა - 27


მათივე ცნობით, ამ დროისთვის მიმდინარეობს მონაცემების დაზუსტება, რადგან დათვლას ინტენსიური საომარი მოქმედებები ართულებს.