პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რუსეთის ტერიტორიის ხელყოფა დანაშაულია, რომლის ჩადენაც თავდაცვის ყველა სახის ძალის გამოყენების საშუალებას იძლევა, სწორედ ამიტომ ეშინიათ რეფერენდუმების, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე დიმიტრი მედვედევმა სოციალურ ქსელში დაწერა.
მედვედევის თქმით, სწორედ ამიტომ არის საჭირო რეფერენდუმების ჩატარება.
„რუსეთის ტერიტორიის ხელყოფა არის დანაშაული, რომლის ჩადენაც თავდაცვის ყველა სახის ძალის გამოყენების საშუალებას იძლევა. სწორედ ამიტომ ეშინიათ კიევს და დასავლეთს ამ რეფერენდუმების. სწორედ ამიტომ არის საჭირო მათი ჩატარება“, – წერს მედვედევი.
როგორც რუსული მედია იუწყება, გასულ დღეს ე.წ. ლუგანსკის და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების საზოგადოებრივმა პალატებმა ხელმძღვანელობას მოუწოდეს, სასწრაფოდ ჩაატარონ რეფერენდუმი რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის შესახებ.