რუსეთის თავდაცვის უწყება - ქვეყნის ტერიტორიაზე 22 უკრაინული დრონი ჩამოვაგდეთ

დრონი

რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ღამით ქვეყნის ტერიტორიაზე 22 უკრაინული დრონი ჩამოაგდო, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების განმარტებით, ათი დრონი ბრიანსკის ოლქის თავზე ჩამოაგდეს, ოთხ-ოთხი ორიოლისა და როსტოვის ოლქების თავზე, ორი ბელგოროდის რეგიონში და თითო ვოლგოგრადისა და ლიპეცკის ოლქებში.

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის განცხადებით, თავდასხმა განხორციელდა სოფელ იასნიე ზორიზე, სადაც ადგილობრივი მცხოვრები დაიჭრა. ის მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.