1745863963
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ გასულ ღამეს 40 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, გასულ ღამეს 40 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.
უწყების მონაცემებით, ყველაზე მეტი – 11 დრონი რიაზანის ოლქის თავზე განადგურეს. ასევე რვა დრონი ნიჟეგოროდის ოლქის თავზე ჩამოაგდეს, შვიდი კი – ორლოვის.
ოთხ-ოთხი დრონი გაანადგურეს ოკუპირებული ყირიმისა და შავი ზღვის აკვატორიის თავზე. რუსულმა თავდაცვის სისტემებმა დრონები ჩამოაგდეს მოსკოვის, ბელგოროდის, კალუგისა და ბრიანსკის ოლქებშიც.
რუსეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, ორშაბათის საღამოს შემდეგ სულ ჩამოგდებულია 91 უკრაინული დრონი, აქედან 40 – კურსკის ოლქში.